“ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.
„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაში საკვანძოა“, – განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.