ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შალვა თადუმაძე შეხვედრას დაპირდა, თუმცა, მოატყუა.
„გენერალურ პროკურორს, თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა შეხვედრა მასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, წერილობით მიმართვაზე არც უარი და არც დასტური არ მიგვიღია. ის პირველ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეისწავლიდა საქმის დეტალებს და შეგვხვდებოდა მე და ჩემს უფლებადამცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ არ შევხვედრილვართ და მოგვატყუა.
დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ზაზა სარალიძე უფლებადამცველთან ერთად მთავარ პროკურატურაში 6 თებერვალს მივა.
„მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია, არ დაგვემალება და გვიპასუხებს კითხვებზე, რაც ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვდა“,_ განაცხადა ზაზა სარალიძემ.