კიევის ცენტრში დილიდან გადაკეტილია ქუჩები და იზრდება დაცვა, კერძოდ, რკინიგზის სადგურთან და აშშ-ის საელჩოსთან.
ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააუქმა ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქში, შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ერთ-ერთი “მთავარი” დასავლელი პარტნიორი კიევს ეწვევა. მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკიმ განაცხადა, რომ ჯერ ინარჩუნებენ ინტრიგას და იმედი აქვს, რომ სიურპრიზი გამოვა.
“ჩვენთვის ხომ მნიშვნელოვანია, რომ პირველი წლისთავის წინა დღეს. აგრესიის, სრულმასშტაბიანი აგრესიის, ჩვენ ვიგრძნობთ და დავინახავთ არა მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას, არა მხოლოდ სოლიდარობას, არამედ უფრო მეტ დახმარებას და ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი, მთავარი პარტნიორების ყოფნას კიევში”, – თქვა მან.
Novosti Donbass-მა თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კიევში ბერესტეისკის გამზირი და ლესია უკრაინკას ბულვარი გადაკეტილია.