სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და შპს „ტელეიმედის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების ასახვა 1 დღეში სთხოვეს.
რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მათ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება 6 თებერვალს, „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“ პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს.
გუშინ სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული.



































































