გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის რეგიონში ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყველაზე მეტად ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობა დააზარალა; კერძოდ, სოფლები, მეორე სვირი და ობჩა.
რა მასშტაბის ზარალზეა საუბარი, ამაზე მედიასთან კომენტარში განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ:
“იმერეთის რეგიონში მთლიანად სტიქიის შედეგად 26 სახლი გვაქვს დაზიანებული. 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, საიდანაც 2 უკვე აღვადგინეთ და დღის ბოლომდე 5 სოფელშიც აღდგება. ვნახულობთ ზარალის ოდენობას. მუნიციპალიტეტები ითვლიან და გარკვეული დროის შემდეგ ზუსტი ინფორმაცია გვექნება.”
ავტორი