იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19-ზე 832 ტესტი იქნა აღებული,საიდანაც დადებითი 26 შემთხვევაა. ესენი უკავშირდება ცნობილ, სავაჭრო ცენტრისა და ერთ-ერთი მაღაზიის, კლასტერებს, ასევე საირმის დამსვენებლებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, საირმის დამსვენებლები გუშინვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში.
შალამბერიძის განმარტებით, ამ ფაქტის გამო საირმის კურორტს დახურვის საფრთხე არ ემუქრება.