იმერეთის მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ. ზვიად შალამბერიძემ იმ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც იმერეთში დაფიქსირდა.
მისი ინფორმაციით, გუშინ 30 პირი დაჯარიმდა. წინა დღეებში კი მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო. ჯარიმები შეეხო როგორც კომენდანტის საათის დროს , ასევე თვითიზოლაციისა და მანქანაში ჯდომის წესების დარღვევას.