ვნახოთ 8 ბოსტნეული და ხილი, რომელიც წყალს უნდა დაამატოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ.
გრეიფრუტი – გრეიფრუტიანი წყალი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. ის ხელს უწყობს გულ-სისხძარღვთა სისტემის ჯანსაღად ფუნქციონირებას.
ფორთოხალი – ფორთოხლიანი წყალიც შესანიშნავია თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ. ის ორგანიზმს ამდიდრებს ვიტამინებით და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
ლიმონი – ლიმონი ყველაზე პოპულარული ხილია, რომელსაც წყლის დამატებით ინგრედიენტად იყენებენ. ლიმონიანი წყალი გმატებთ ენერგიას, გავსებთ პოზიტივით, ხართ კარგ განწყობაზე და ეს ყველაფერი შაქრისა და ზედმეტი კალორიების გარეშე.
კიტრი – დაჭერით კიტრი და ჩაყარეთ ის წყალში. დაელოდეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ მიირთვით. ასეთი სასმელი ახალგაზრდობის ელექსირია.
მარწყვი – მარწყვიანი წყალი უგემრიელესი ტკბილი სასმელია, რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ და ის თქვენი საყვარელი სასმელი გახდება.
პიტნა – პიტნიანი წყალი გემრიელი სასმელია, რომელიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და გულ-სისხძარღვთა სისტემას უკეთ მუშაობას უწყობს ხელს.
ჟოლო – ჟოლოს არომატით წყალი ზაფხულში საუკეთესო სასმელია. ის ჯანსაღი სასმელია, რომელი ენერგიით აგავსებთ.
ლაიმი -ის არც ისე პოპულარულია, თუმცა დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს, როგორც ლიმონს.