„გურია ნიუსი“ დღესაც, დილიდანვე ოზურგეთში მოქმედ აფთიაქებს ეწვია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინ, დილით აფთიაქ „იმპექსს“ საერთოდ არ ჰქონდა პირბადე და როდის ექნებოდათ არ იცოდნენ, რადგან წინა ღამით, მათივე თქმით, მარაგი ამოიწურა. თუმცა, გუშინვე, ჩვენი მისვლიდან ერთ საათში, ჩვენივე წყაროს ცნობით, ეს აფთიაქი უკვე 20 თეთრიან პირბადეს 1. 85 ლარად ყიდდა.
კითხვაზე, თუ რატომ გვითხრეს გუშინ დილით ურყოფითი პასუხი, რომ არცერთი ცალი აღარ ჰქონდათ და უკვე ერთ საათში გაათმაგებული ფასით როგორ და რატომ ყიდდნენ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აფთიაქში იყო მარაგი და გადამალეს, რადგან ერთ საათში, უკვე გაძვირებული ფასით ყიდდნენ, ოპერატორმა თამარ კოპალიანმა ასეთი პასუხი გაგვცა:
_არ გვქონდა, გუშინ, თქვენ რომ გახვედით, მალე მივიღეთ შეზღუდული რაოდენობით და უცებ გათავდა! (?)
„იმპექსისგნ“ განსხვავებით, „პ.ს.პ“-ს აფთიაქში არც გუშინ ჰქონდათ და არც დღეს აქვთ პირბადეები. ამბობენ, რომ შეკვეთას ორშაბათს გააგზავნიან. ასეთივე მდგომარეობაა სხვა აფთაქებშიც – ელოდებიან, ოღონდ, სავარაუდოდ, ფასი გაზრდილი იქნება.
ერთ-ერთ აფთიაქში ისიც გვითხრეს ოპერატორებმა, ჩვენ რა გზა გვაქვს ან რა უფლება, ვიდავოთ ფასზე? ხალხი რატომ არაფერს ამბობს? გამოვიდნენ და თქვან, უშლით ვინმე? რატომ არ აპროტესტებენო.
ამასობაში კი გურულები სახუმროდ მაინც იცლიან, „აი, ერთი პირბადე იყო აფთიაქში იაფი და ეს კორონა და მამაძაღლობა მაგის ფასის გასაოცმაგებლად ხო არ მოუგონიათო? ან რატომ ყიდულობს ეს გააბდლებული ხალხი, კორონას მაი მაინც არ შველის და ვერც იცავსო, ამბობენ … რას ეცნენ და დაიტაცეს? ყაბალახის მომფიქრებელ ხალხს, თუ მანდამაინც , ცხვირზე ასაფარებელი „ცახოცის“ მოძებნა არ გაუჭირდებაო.“