იყო და არა იყო რა, იყო ერთი ააიპ “ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“, რომელსაც , ზოგიერთი თავისი „მკტარი სულივით“ წამოჩვენებული ეს ნაძვისხე ათიოდე დღის წინ გამოეცხადა. რაცხა ჯანდაბად, „გურია ნიუსიც“ იქვე შეეფეთა საბრალოს… ეგერ-აგერ გაქნეული ცარიელი გირჩებით და ერთ წვრილნაწლავა მავთულზე აცოდვილებული ფუსუსია-ნათურებით „მორთულს“, ფოტოთვალი ჩავუიმასვქენით… მერე მავან-ჩავანს შევახსენეთ: იმ ააიპ-ში იმფერი „იოლკა“ (რუსული არ გეგონოთ – ძირძველი გურული სახელია!), “მკტარი სულების“ მოსახსენიებელი „ლამპარია“ თუ რაფერაა თქვენი საქმე, საქართველოში ყველაზე საცოდავი რომაა ამ საახალწლოდ, სულ გამჭვირვალედ აწერია-თქო.
_ კაცოო, თავი დაგვანებე, რას გადაგვეკიდე?! წაი და ბატი ტასიკოსავით რო დაფლატუნობს ზოგიერთი იმ კულტ.ცენტრის ირგვლივ, იმათ მოკითხეო.
კიდეც მოვკითხე და საწყალი ნაძვის ხეც მოვიკითხე სამიოდე დღის შემდეგ და… იი „იოლკა“, იმფერი რომ იყო, ჩვენ რომ სურათი გადავუღეთ, ახლა ამფერი დაგვხვდა!
თქვენ გეიხარეთ და გამრავლდით ამ საახალწლოდ – ასე ყურმოპყრობით რო ხშირად მოგვისმენდეთ, მარტო ის გაპუტული ნაძვისხე კი არ შეიმოსება სასწრაფოდ! ყოლისფერ კარგს გისურვებთ და ჩემი ერთი გულწრფელი სურვილია, ჩიჩიკოვებიც დაგბედებოდეთ მაგ ააიპ-ებში, მომავალი წლიდან, ხვავსა და ბარაქასათან ერთად!