საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო – სიტყვით გამოდის “ოცნების” თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ირაკლი კობახიძე. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც.
სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, “გირჩები”, ფრიდონ ინჯიას პარტია და თეონ აქუბარდია იმყოფებიან.
სხდომაზე არ შესულან ფრაქცია ენმ-ის დეპუტატები, გახარიას პარტიის წევრები და “სტრატეგია აღმაშენებელი”.
კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა. კითხვებს დასვამენ დეპუტატებიც, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც ოპოზიცია არ აპირებს.