ყველამ იცის, რომ ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად არის აღიარებული და მისი შეწუხება დაუშვებელია…
თურმე ასევე წმინდანად ითვლება ინდოეთში, ბირმასა და შრი-ლანკაში გავრცელებული საშუალო ზომის მობინადრე მაიმუნი “ლანგურ ჰანუმანი”.
მას სახელი მაიმუნის მსგავსი ღვთაების – ჰანუმანის გამო ეწოდა. წმინდა მაიმუნს სასუსნავს ხშირად უტოვებენ ქალაქის სკვერებში, გლეხები კი ბაღ-ბოსტნების ძარცვასაც პატიობენ.
ღვთაებაა ე.წ. ცისარტყელას ბაყაყიც, რომლის ფერები ხედვის კუთხიდან გამომდინარე იცვლება. ლეგენდის მიხედვით, როცა ქალაქ ტირუვანანტაპურამის რაჯა კუმარმა იგი პირველად ნახა, ბაყაყი თეთრი იყო.
ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს რაჯა კუმარის სახლთან ლოცვისთვის და ბაყაყისგან “სასწაულების გამოსათხოვად”.