მტრედი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ინდოელმა ოფიციალურმა პირებმა გაათავისუფლა.
მტრედი, რვა თვის განმავლობაში იყო დაკავებული და ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის PETA-ს ჩარევის შედეგად მოხერხდა ჩიტის გათავისუფლება.
„მას შემდეგ რაც შევიტყვეთ, რომ მტრედი პარელში, ბაი საკარბაი დინშოუ პეტის ცხოველთა საავადმყოფოში (BSDPHA) იყო, როგორც საქმის საკუთრება გასაოცარი რვა თვის განმავლობაში, PETA India დაიწყო მოქმედება, რათა უზრუნველყო ფრინველის ტყვეობიდან გათავისუფლება“, – თქვა PETA-მ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცხოველის განსაცდელი გასული წლის მაისში დაიწყო, როდესაც ის მუმბაიში, პორტთან ახლოს დაიჭირეს. მტრედის ფრთებზე ეწერა შეტყობინება, რომელიც თითქოს ჩინური იყო
”ამან გამოიწვია ჯაშუშობის ეჭვი და პოლიციამ ჩიტის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც გამოძიების ფარგლებში სამედიცინო გამოკვლევისთვის გაგზავნეს მუმბაის BSDPHA-ში.” – განაცხადა PETA-მ.
როგორც CNN წერს, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი მტრედი დააკავეს 2016 წელს, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ იპოვა იგი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ჩანაწერით.
ავტორი