ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ საუკუნოვანი აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლოს გადაწვეტილებით, საბარიმალას სალოცავში შესვლა ყველა ასაკის ქალს შეეძლება.
“ეს არის კონსტიტუციური მორალი. აკრძალვა არ შეიძლება ჩაითვალოს რელიგიის აუცილებელ კომპონენტად”,_აცხადებს სასამართლო.
მოსამართლეების თქმით, აკრძალვა დისკრიმინაციულია და ქალებს უნდა შეეძლოთ სალოცავად შესვლა იმ ადგილას, რასაც აირჩევენ.
როგორც ცნობილია, 800 წელზე მეტი ხნის სალოცავში შესვლის აკრძალვა 10-იდან 50 წლამდე ასაკის ქალებზე ვრცელდებოდა.