ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო 4 600-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
Anadolu-ს მიერ გავრცელებული ცნობით, ამოფრქვევის შედეგად მიყენებული ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ცნობილია, ორშაბათიდან ამ დრომდე ვულკანი 2-ჯერ ამოიფრქვა.
ოფიციალურმა პირები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ არ უნდა იყვნენ აქტიური ვულკანის კრატერის 4 კილომეტრიან რადიუსში.
ხელისუფლებამ მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა გამოიყენო ნიღბები და ამოფრქვეული ნაცრისა და კვამლის უარყოფითი ზემოქმედებისგან დამცავი ტანსაცმელი.