ინგლისის ეკლესია ბოდიშს იხდის ბავშვზე ძალადობის შესახებ გამოძიების ანგარიშის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინგლისის ეკლესიამ გამოხატა სირცხვილი და ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვერ იცავდა ბავშვებს ათწლეულების განმავლობაში მის რიგებში მყოფი სექსუალური მტაცებლებისგან.
“ მიუხედავად იმისა, რომ ბოდიშები არასდროს მოაცილებს ძალადობის შედეგებს მსხვერპლსა და გადარჩენილებს, ჩვენ დღეს გვსურს გამოვაცხადოთ სირცხვილი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც ეს ბოდიში საჭირო გახადა”, – თქვა ჰადერსფილდის ეპისკოპოსმა ჯონათან გიბსმა.
„მთელმა ეკლესიამ უნდა ისწავლოს გაკვეთილები ამ გამოძიებიდან, ”- თქვა გიბსმა.
1940-იანი წლებიდან 2018 წლამდე 390 ადამიანი, რომლებიც იყვნენ სასულიერო პირები ან ეკლესიასთან ნდობით აღჭურვილ პირები, მსჯავრდებულნი არიან ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის, განაცხადა ბავშვთა სექსუალური ძალადობის შესახებ დამოუკიდებელმა გამოძიებამ.