https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ინგლისის ნაკრებს კორონავირუსმა შეუტია

11:38; 27.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინდელი დღის პირველ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ტუნისი დაამარცხა და მერვედფინალურ სტადიაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა – 1:0.

უხვად დასაჩუქრებულმა საუდის არაბეთის ნაკრებმა პოლონეთთან ძალიან მოინდომა, მაგრამ მეტოქეების კლასში განსხვავებამ თავი მაინც იჩინა და რობერტ ლევანდოვსკის თანაგუნდელებმა მიმდინარე მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 2:0.

დანიის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონს – საფრანგეთის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მინდორი დამარცხებულმა დატოვა – 1:2.

გუშინდელი დღის უკანასკნელ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებს ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მექსიკის წინააღმდეგობა მაინც დაძლია – 2:0.

აშშ-ის ეროვნულ გუნდთან უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ინგლისის ეროვნულ გუნდს თანამემამულე გულშემატკივრებმა უსტვინეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ინგლისელთა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ გვისტვენდნენ? დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სტვენა ჩვენკენ იყო მომართული, არ ვიცი. ჩვენ დიდ გზაზე ვართ. ჯგუფის მოგება ისევ შეგვიძლია და ეს ჩვენი მთავარი მიზანი იქნება. რა თქმა უნდა, თამაშთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა იქნება, მაგრამ ბევრი გუნდი ვერ შეძლებს ჯგუფში 9 ქულის დაგროვებას. მოთამაშეები იმედგაცრუებულნი არიან, ჩვენთის ახლა წინსვლაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.

ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმაც:

„ნულებს უკვე მივეჩვიე და რაღაცნაირად დავუმოყვრდი კიდეც, მაგრამ საღამოს მატჩში ნულები… მე უბრალოდ სიტყვები არ მაქვს. უნამუსო! მშიშარა! ვერაგი ანგლოსაქსები! ვიგინდარები ხართ თქვენ ყველანი, აი რა“.

ირანთან ნაკრების შემდეგ, ინგლისის ნაკრების დელეგაციაში რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრებში რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინგლისის ნაკრებმა ფიფას წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ ნაკრებთან ყოფნისას ორგანიზატორებმა პირბადეები გამოიყენონ. ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ინგლისის ნაკრებს საორგანიზაციო საკითხებში ეხმარებიან.

კატარში არსებული შეზღუდვების გამო ერთი სკანდალიც აგორდა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივრებს კატარის სტადიონებზე ჯვაროსნების კოსტიუმებით გამოჩენა აუკრძალა, რადგან მუსულმანურ ქვეყანაში ის შესაძლოა შეურაცხყოფად აღიქვან.

„ჯვაროსნების კოსტიუმები არაბულ კონტექსტში შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს მუსულმანებთან მიმართებაში. ამიტომ ანტიდისკრიმინაციული განყოფილებიდან ჩვენმა კოლეგებმა გულშემატკივრებს ასეთი სამოსის დაფარვა ან შეცვლა სთხოვეს“, –  ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისის ნაკრების ორ გულშემატკივარს, რომლებიც რაინდების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ხელთ პლასტმასის ხმლები და ფარები ჰქონდათ, ირანთან მატჩზე დასწრების უფლება არ მისცეს.

ანტიდისკიმინაციულმა ჯგუფმა „Kick It Out“ ასევე ურჩია გულშემატკივრებს, უარი თქვან კოსტიუმებზე, რომლებითაც რაინდებსა თუ ჯვაროსნებს განასახიერებს – შუა საუკუნეების ქრისტიან მებრძოლებს, რომლებიც მუსულმანების წინააღმდეგ ომს აწარმოებდნენ.

ხორვატიის ნაკრების ცნობილ და ულამაზეს გულშემატკივარს, ივანა კნოლს კი კატარში … პატიმრობა ემუქრება.

30 წლის ლამაზმანი, რომელიც მის ხორვატიის ტიტულსაც ფლობს, ხორვატიისა და მაროკოს შეხვედრას გამომწვევი ჩაცმულობით დაესწრო, რამაც კატარელების აღშფოთება გამოიწვია.

ივანას ამის გამო პატიმრობა ან ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება. ჩვეულებრივ, კნოლი ხორვატიის ნაკრების თამაშებზე მსგავსი ჩაცმულობით დადის, მაგრამ კატარში ეს ყველაფერი აკრძალულია, მიუხედავად ამისა, მან ადგილობრივი აკრძალვები არ გაითვალისწინა. ივანამ სტადიონზე გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც დადებითი კომენტარები მოჰყვა, მაგრამ იყო უარყოფითი შეფასებები და კომენტარები, რომლის მიხედვით მან პატივი არ სცა იმ ქვეყნის კულტურასა და რელიგიას, სადაც იმყოფება.

გუშინ, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტრავმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან დაწერა, ყველაფერს გააკეთებს დასაბრუნებლად, რომ თავის ქვეყანას დაეხმაროს.

„სიამაყე და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ, როცა ამ მაისურს ვიცვამ, ახსნა შეუძლებელია. ღმერთს რომ მოეცა საშუალება ამერჩია ჩემი დაბადებისთვის ქვეყანა, ეს იქნებოდა ბრაზილია. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ადვილად არ მიმიღია, ყოველთვის ვიბრძოდი, რომ მიმეღწია ჩემი ოცნებებისა და მიზნებისთვის. არასოდეს არავისთვის მისურვია ცუდი, მაგრამ ვეხმარებოდი მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემს კარიერაში და ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე. ტრავმა მაქვს, დიახ, საწყენი და მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მექნება დაბრუნების შანსი, რადგან ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას, ჩემს თანაგუნდელებს და საკუთარ თავს. ელოდებით, რომ მტერი გამანადგურებს? არასოდეს! მე ღვთის შვილი ვარ, ჩემი რწმენა უსაზღვროა“, – დაწერა ნეიმარმა.

ნეიმარის თამაში ჯგუფურ ეტაპზე გამორიცხულია და ბრაზილიელები იმედოვნებენ, რომ პლეი-ოფისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

გუშინ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რაფინიამ, ბრაზილიელთა იმ ქომაგებს უპასუხა, რომლებსაც ნეიმარის ტრავმა „გაუხარდათ“:

„არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ეპყრობიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიელი გულშემატკივრები რონალდუს ისე ეპყრობიან, როგორც მეფეს. ბრაზილიელ გულშემატკივრებს კი უხარიათ, რომ ნეიმარმა ფეხი დაიზიანა. სამწუხაროდ, ნეიმარის კარიერაში ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა. ეს ქვეყანა მის ნიჭსა და ფეხბურთს არ იმსახურებს,“ – მოიყვანა რაფინიას სიტყვები გამოცემამ „Globo“.

საუდის არაბეთში კი საყოველთაო ზეიმი გრძელდება. ცნობილი გახდა, რომ ნაკრების თითოეული ფეხბურთელი არგენტინასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ „Rolls-Royce“-ის მარკის ავტომობილით დაჯილდოვდა.

მოთამაშეებს ეს საჩუქარი საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გაუკეთა. ამ მოდელის მანქანის ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრების განაცხადში 26 ფეხბურთელია, პრინცმა დაახლოებით 13 მილიონი ევრო გაიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფეხბურთელი „Rolls-Royce“-ით დააჯილდოვეს. სამეფო ოჯახმა იგივე საჩუქარი ნაკრების მოთამაშეებს 1994 წელს გაუკეთა, როცა გუნდმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა და მერვედფინალში ითამაშა.

მანამდე მუჰამედ ბინ სალმანმა არგენტინასთან გამარჯვების მეორე დღეს ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული გამოაცხადა.

გუსინ, „პარმას“ ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა და ირანელი ფეხბურთელები გაამხნევა.

როგორც ბუფონმა განაცხადა, ისინი თავიანთი სიმამაცით ისტორიაში დარჩებიან და თავისუფლებისთვის მებრძოლი თანამემამულეებისთვის გმირები არიან.

„თქვენი სიმამაცით ისტორიაში დარჩებით. თქვენი გამარჯვება იმედისა და სიძლიერის ნიშანია მათთვის, ვინც თქვენს ქვეყანაში თავისუფლებისთვის იბრძვის. ბევრი ადამიანისთვის გმირები ხართ, ჩემთვის კი მაგალითი“, – დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში.

დღეს გერმანიის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შედეგზე დამოკიდებული იქნება ბუნდესგუნდის სამუნდიალე ამბიციები და შეძლებს თუ არა ჯგუფიდან მომდევნო სტადიაზე გასვლას.

გუშინ, გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, მოგვიანებით კი, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიასთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ჰანსი ფლიკსა და მის შეგირდებს მხოლოდ სასწაული თუ იხსნით.

„ნათელია, რომ ეს ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო. საერთო ჯამში, კარგი თამაში არ გვქონია. ნამდვილად არ იყო ის მატჩი, რომელსაც წინა ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ველოდით, როდესაც ჯგუფური ეტაპიც კი ვერ დავძლიეთ.

იმედი მქონდა, რომ გერმანელი ფეხბურთელებს სათანადო განწყობა, ტემპი და ენერგია ექნებოდათ, თუმცა, მაშინაც კი, როდესაც 1:0-ს იგებდნენ, არ მქონია შეგრძნება, რომ მომატებას აპირებდნენ. არადა, ინგლისმა სწორედ ეს გააკეთა. ირანს რომ გაუტანეს, კიდევ უფრო მეტად შეუტიეს და მეორე, მესამე, მეოთხეც შეაგდეს…

ჩვენები კი თითქოს ანგარიშის გახსნით დაკმაყოფილდნენ და უნდოდათ, რომ ძალების დაზოგვით მოეგოთ, იაპონია კი სხვაგვარად ფიქრობდა. მეტოქე პირველ ტაიმში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა, მას თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით. ძალიან ენერგიულად გამოიყურებოდნენ, დაღლილობაც არ დატყობიათ და გამარჯვებაც დაისახურეს.

ახლა, გერმანიის ნაკრები კედელთანაა მიყენებული და თუკი ჩვენები სასწაულს არ მოახდენენ და ესპანეთს არ დაამარცხებენ, შეუძლიათ სახლში წავიდნენ“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21 თებერვალი, 2026

გურამ თუშიშვილის ისტორიული მიღწევა, „მებრძოლის“ ჩემპიონობა

70 წლის მონაზვნის ცემისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე საპატრიარქო პირველ კომენტარს აკეთებს

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო