თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა.
„დღევანდელი მონაცემებით, გვყავს 156 შემთხვევა. გუშინ დადასტურებული 8 შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გვყავდა ორი კრიტიკული პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. გარდა ამისა, გვყავს 4 მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. დღეს უნდა ავიღოთ 11 პაციენტის ანალიზები, სამ მათგანთან გამოჯანმრთელებას ველოდებით“, _ განაცხადა ეზუგბაიამ.