ასკილი მოქმედებს ადამიანის ფერმენტულ სისტემებზე, ახდენს ორგანიზმში ადრენალინის შემცველობის სტაბილიზებას, ასტიმულირებს ადამიანის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციებისა და სხვა მავნე ფაქტორების მიმართ. გარდა ამისა, დადგინდა C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება, რაც ვლინდება მის მიერ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების განლაგების ინჰიბირებაში. ასკილი კი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა.
ასკილის ნაყოფი ასევე შეიცავს P, B და E ვიტამინებს. მისი პრეპარატები ახდენს ქსოვილთა რეგენერაციის გაძლიერებას, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე.
ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის ნაკლებობის დროს, რაც გამოიხატება ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითებით. მისი დეფიციტი აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე და ხანგრძლივი ფსიქოემოციური ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია გადაიტანეს. ასევე, კარგია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
ავტორი














































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




















