ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა. ინფორმაციას ადასტურებენ ბაღების მართვის სააგენტოშიც.
“თბილისის #73 საბავშვო ბაგა-ბაღში დაფიქსირდა ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. საბავშვო ბაღმა და ბაღების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელეს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტითა და საზოგადორბივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებით და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაწესებულების ერთი კვირით დახურვის თაობაზე.
ასევე, აღსაზრდელების მშობლებს მიეცათ სახლის პირობებში პრევენციის რეკომენდაციები.
საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, ჩატარდება დეზინფექცია,” _ აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.
არსებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი 11 ნოემბერს განახლდება.
წყარო: რეზონანსი