Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
სულ კი გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 296 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი, 45 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 910 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 863 076, გარდაიცვალა 13 116 პაციენტი.