Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 326 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი.