ოზურგეთში კოვიდინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ოზურგეთში ამ დროისთვის ინფიცირების 1013 შემთხვევაა აქტიური. პაციენტებიდან 203 სტაციონარში, 291 საკარანტინე სივრცეში, 519 კი ბინაზე მკურნალობს.
სულ კი ოზურგეთში კოვიდინფიცირების 6790 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 5702 ადამიანი, გარდაცვლილია 75.
[sexy_author_bio]