Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 615 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 423 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 192 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 206 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 738 171-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა – 193, იმერეთი – 979, ქვემო ქართლი – 360, შიდა ქართლი – 428, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 530, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც:
6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 553, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 132, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში – 186, აჭარაში – 40, იმერეთში – 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 232 – აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.