დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა – 905, იმერეთი – 564, ქვემო ქართლი – 262, შიდა ქართლი – 285, გურია – 124, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 281, კახეთი – 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი – 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
სულ საქართველოში კორონავირუსის 461 198 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 409 110 ადამიანი, გარდაცვლილია 6 230.