ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2479 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2278 ადამიანი, გარდაცვლილია 39.
[sexy_author_bio]