ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 4425 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4344 ადამიანი, გარდაცვლილია 64.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 17 შემთხვევა.