გურიაში გასულ 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევიდან 2 ჩოხატაურში დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების ერთი შემთხვევა ამაღლებაში დაფიქსირდა, მეორე კი თბილისიდან ერთ-ერთ სოფელში ჩასული პირია, რომელიც ამ დროისთვის მკურნალობას კოვიდკლინიკაში გადის.
ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.