ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” სატელეფონო საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4524 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3963 პაციენტი, გარდაცვლილია 59.