ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4782 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4227 პაციენტი, გარდაცვლილია 60.