ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 4069 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3706 პაციენტი, გარდაცვლილია 48.