ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 5397 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4688 პაციენტი, გარდაცვლილია 72. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 637 შემთხვევა.