ჩოხატაურში, 1 კვირის განმავლობაში, ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის თქმით, ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მეტი შემთხვევა სოფელ ხევში ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9146 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9015 პაციენტი, გარდაცვლილია 69.