ჩოხატაურში, ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 9204 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9067 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 69.