ოზურგეთში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 20670 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19571 პაციენტი, გარდაცვლილია 96. ამ დროისთვის აქტიურია 1003 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან კლინიკაში 79-ია მოთავსებული.