ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21061 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20057 პაციენტი, გარდაცვლილია 96. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 908 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 69, ხოლო ბინაზე 839 მკურნალობს.