ოზურგეთში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 21446 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20808 პაციენტი, გარდაცვლილია 96. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 542 შემთხვევა, საიდანაც კლინიკაში 51 პაციენტი მკურნალობს.