ოზურგეთში კოვიდინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21707 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21568 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 43 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 14 სტაციონარში, 29 კი ბინაზე მკურნალობს.