ოზურგეთში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21578 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 39 შემთხვევა. პაციენტებიდან 14 სტაციონარში, 25 კი ბინაზე მკურნალობს.