ოზურგეთში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 11 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 3 სტაციონარში, ბინაზე კი 8 მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ოზურგეთში დაფიქსირებულია 21762 დადებითი შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 21655 პაციენტი, დაფიქსირდა გარდაცვალების 96 შემთხვევა.
ავტორი