ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 9 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 2 სტაციონარში, 7 კი ბინაზე მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21784 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21679 პაციენტი, გარდაცვლილია 96.