ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროის მონაცემებით, ოზურგეთში სულ აქტიურია ინფიცირების 9 შემთხვევა. პაციენტებიდან 4 სტაციონარშია მოთავსებული, 5 კი მკურნალობას ბინაზე გადის.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია, ინფიცირების 21793 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21688 პაციენტი, გარდაცვლილია 96.