ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 160 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 19 სტაციონარში, 141 კი ბინაზე მკურნალობს”,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 23724 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23468 პაციენტი, გარდაცვლილია 96.