ოზურგეთში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 72 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 12 მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 24180 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24013 პაციენტი, გარდაცვლილია 96.