ოზურგეთში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია 24278 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24127 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 55 შემთხვევა, საიდანაც 8 პაციენტი სტაციონარში, 47 კი ბინაზე მკურნალობს.