ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 24281 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 24134 პაცინეტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიური რჩება ინფიცირების 51 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 8 სტაციონარში, 43 კი ბინაზე მკურნალობს.