ოზურგეთში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 24364 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 24226, ხოლო გარდაცვლილია 96 პაციენტი.