ოზურგეთის 2 სკოლაში კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მასწავლებლის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის 1-ელ საჯარო სკოლაში, რის გამოც, ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ერთი კლასი ყველა საგანში დისტანციურ ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა.
ტემპერატურა დაუფიქსირდათ ნასაკირალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, რის გამოც სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.