ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბოლო კვირის ახალი შემთხვევების ყოველდღიური დინამიკა კლებადია.
იზოლაციაში 6 ადამიანი იმყოფება.
სულ კი დაფიქსირებულია კორონავირუსის 4387 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4309 ადამიანი, გარდაცვლილია 64. აქტიურია 14 შემთხვევა.