ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევების მცირედი ზრდა შეინიშნება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ინფიცირების შემთხვევების მატებისკენ წამოვიდა ტენდენცია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, 30 ივნისიდან დღემდე ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 გუშინ დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები ბინაზე მკურნალობენ”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში ინფიცირების 10860 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 10770, გარდაცვლილია 83 პაციენტი.
ავტორი